კონცეფციების
კონკურსი- ,,როგორ დავიცვათ ქართული ენა“
რეფლექსია
თბილისის
79-ე საჯარო სკოლის X-XI კლასის მოსწავლეებმა (თიკო ღვაჩლიანი, თამუნა სლოევი, ანა ორაგველიძე,
ამალია გაფრინდაშვილი, ლიზი კობახიძე, მერი აბრამიშვილი) მონაწილეობა მიიღეს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ კონცეფციების კონკურსში-
,,როგორ დავიცვათ ქართული ენა“, რომელიც ეძღვნებოდა დედაენის დღეს.
X-XI კლასის მოსწავლეებმა ინდივიდუალურად და ჯგუფურად შეიმუშავეს კონცეფციები ქართული ენის სიწმინდის
დაცვისათვის.
მოსწავლეებმა
ხალისით შეასრულეს დავალება. მათ მოიძიეს ინფორმაციები, დაამუშავეს სხვადასხვა წყარო,
საკონკურსო პირობების სრული დაცვით ჩამოაყალიბეს თავიანთი მოსაზრებები,იდეები ქართული
ენის სიწმინდის დაცვისა და პოპულარიზაციისათვის და პროქტის უშუალო ხელმძღვანელთან,
ნინო მაჭარაშვილთან ერთად კომისიას წარუდგინეს თავიანთი ნამუშევრები. კონკურსის სასკოლო
ტურში სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა საუკეთესო ნაშრომი, რომელიც გადაეგზავნა განათლების
სამინისტროს. პირველ ტურში გაიმარჯვა XI კლასის მოსწავლემ, აბრამიშვილმა
მერიმ. აქვე წარმოგიდგენთ მონაწილე ბავშვებისა და გამარჯვებული მოსწავლის საკონკურსო
ნამუშევრებს:
კონცეფციების კონკურსი- ,,როგორ
დავიცვათ ქართული ენა“
,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული,ენა,სარწმუნოება“ -წერდა
ილია ჭავჭავაძე და ქართველებს ამ სამი საუნჯის მოფრთხილებისკენ მოგვიწოდებდა. ,,თუ
ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?’’ და მართლაც,
დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ქართულ ენას დაცვა და მოფრთხილება, რადგან მიმაჩნია,
რომ იცავდე შენს ენას, ნიშნავს, იცავდე შენი ქვეყნის კულტურას, ისტორიას, იდენტობას.
სრულიად საქართველო ვალდებულია იზრუნოს ხელიხელსაგოგმანებელი ქართული ენის სიდიადეზე,სიწმინდეზე,მის
დაცვაზე. დღეს ამის საჭიროება უფრო მომძლავრებულია. გლობალურ საინფორმაციო სივრცეში
მისი თანმდევი ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, ენის სრულფასოვანი ფუნქციონირება და
მისი სიწმინდის დაცვა სულ სხვა მასშტაბით წამოჩნდა. ახალმა ვითარებამ, სხვადასხვა დარგის
განვითარებამ, მეცნიერებისა და ტექნიკის რევოლუციურმა წინსვლამ გამოიწვია ქართულ ენაში
ახალი ცნებების, ახალი სიტყვების მოზღვავება, რამაც ამვდროულად საფრთხე შეუქმნა ქართული
ენის სიწმინდეს.
,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი
ტაძარსა წმინდას“- წერდა მე-19 საუკუნეში გრიგოლ ორბელიანი დღესაც ასეა, ენის წახდენა,
ერის დაცემას, ძირის გამოთხრას ნიშნავს. ,,მტერობა ენის არს მტრობა ერის’’,ამიტომ ჩვენი,
ქართველების,საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქის პირდაპირი მოვალეობაა ვებრძოლოთ იმ საფრთხეებს, რაც
დაემუქრა ჩვენს სახელმწიფო ენას. ვიზრუნოთ მამა-პაპათაგან გადმოცემულ ამ დიდ საუნჯეზე,
რომელსაც ლადო ასათიანმა ,,ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა’’, ხოლო ირაკლი აბაშიძემ
,,ტკბილი მალამო’’, ,,აკვნის ჰიმნი’’, ,,თამარის ენა’’ უწოდეს.
ქართული ენა ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესი
ენაა, მისი წარმოშობის საკითხი საუკუნეთა სიღრმეში იკარგება. 14 დამწერლობიდან ქართული
ერთ-ერთია. ისტორიული ფაქტების მიხედვით, ქართული ენის შემდგომი ნაკვალები ჩვ.წ-მდე
მე-3 საუკუნეში ჩანს, ეს ფარნავაზ მეფის ხანაა, სწორედ მის დროს შეიქმნა პიველი ქართული
ანბანი- მრგლოვანი (ასომთავრული) ,,და ესე
ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენაი
ქართული და არღარა იზრახებოდა სხუაი ენაი ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა, და ამან
შექმნა მწოგნობრობაი ქართული’’.
მე-9 საუკუნეში უკვე ნუსხური დამწერლობა ენაცვლება
ასომთავრულს, ხოლო მე-11 საუკუნეში ქართული დამწერლობა კიდევ ერთხელ, ამჟამად ბოლოჯერ,
შეიცვალა
მხედრულით. ეს ,ცხადია, ძალიან ვრცელი და მრავალფეროვანი
პროცესი იყო, თუმცა სერიოზული რეფორმა ქართული
ენისა ამით არ დამთავრებულა.
განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ილია ჭავჭავაძის
როლი ქართული ენის განვითარებასა და სრულყოფაში. მან გაატარა უდიდესი რეფორმა და საბოლოო
სახე მიეცა ქართულ სალიტერატურო ენას. ილია ჭავჭავაძემ უარყო ანტონ პირველის ,,სამი
სტილის თეორია’’. მისივე დამსახურებაა ხუთი მოძველებული, არქაული ასო-ბგერების ამოღება
ქართული ანბანიდან. ილია ჭავჭავაძემ და მისმა
თანამოაზრეებმა საბოლოოდ დახვეწეს და განავითარეს ქართული სალიტერატურო ენა.
და ამ უდიდესი წარსულის მქონე
ენას არაერთხელ დაემუქრა საფრთხე სხვადასხვა
ფორმით, 21ე საუკუნეში,
ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაშიც არის საფრთხეები. ოჯახით დაწყებული და მედიით დამთავრებული,
სახელმწიფო ენა დღითიდღე მახინჯდება, არ იცავენ გრამატიკულ ნორმებს. ადამიანები ლიტერატურული
ენით კი არა, სასაუბრო სტილით მეტყველებენ. ასევე შემოედინება უცხოური სიტყვები, რომელთა
მომძლავრება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს მშობლიურ ენას.
ენა ცოცხალი ორგანიზმია, ის ყოველთვვის იხვეწება
და ვითარდება. ვერც უცხოური სიტყვების შემოსვლას აღვუდგებით წინ. სხვადასხვა ეპოქაში
ქართული ენა ყოველთვის განიცდიდა სხვა ქვეყნის გავლენას, ეს ერთი შეხედვით ბუნებრივი
პროცესია. საზოგადოება ვითარდება, იცვლება
ენაც. ბოლო 20 წელია ინგლისური ენა მკვიდრდება
ჩვენს ცნობიერებაში, ამას ხელს უწყობს ციფრული ტექნოლოგიები, სოციალური ქსელები. მათი
საშუალებით ფეხს იკიდებს უცხოური სიტყვები, მაგალითად: ბარბარიზმები, კალკი. სწორედ
ისინი უქმნიან საფრთხეს სახელმწიფო ენის სიწმინდეს, ამიტომ რაც უფრო მეტია საშიშროება
ენის ნორმების დარღვევისა, მით უფრო მეტი ძალისხმევა გვმართებს ენის სიწმინდის შენარჩუნებისა
და განვითარებისთვის. ამ საქმეში კი უდიდესია სახელმწიფოსა და საზოგადოების როლი და
პასუხისმგებლობა.
პირველ რიგში მიმაჩნია, რომ ენის სიწმინდის დაცვისათვის
ქვეყანაში უნდა შეიქმნას ენის დამდგენი კომისია, რომელიც წლების წინ არსებობდა და,
როგორც ჩემთვის ცნობილია, დღეს აღარ არსებობს.
ამ კომისიის შექმნა ყველაზე აუცილებელ პირობად მიმაჩნია.
ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს სკოლებში
სახელმწიფო ენის შესწავლის საკითხს. ცალკე უნდა ტარდებოდეს ქართული ენის გაკვეთილები.
ყველა
საჯარო მოხელისთვის აუცილებელი უნდა იყოს სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება.
ასევე ქართული ენის სიწმინდის დაცვისა და პოპულარიზაციისათვის
უნდა განხორციელდეს სხვადასხვა აქტივობა:
1.
საზოგადოების
ინფორმირება ქართული ენის მნიშვნელობაზე, პრობლემებსა და საფრთხეებზე;
2.
სხვადასხვა
შემეცნებითი გადაცემები სატელევიზიო არხებზე;
3.
ინტერვიუები
და შეხვედრები ენათმეცნიერებთან, გრამატიკოსებთან;
4.
სპეციალისტების
საჯარო ლექციები;
5.
ენისა
და თანამედროვე ტექნოლოგიების კომისიის შექმნა;
6.
ქართველური
ენებისა და დიალექტების კომისიის შექმნა;
7.
ქართულ
ლექსიკოგრაფიაზე მუშაობა;
8.
ბიბლიოთეკების
ჩართულობა;
9.
პროექტების
დაგეგმვა;
10.
კალიგრაფიისა
და სხვა კონკურსების ორგანიზება;
11.
სასკოლო
კონფერენციების ჩატარება;
12.
პოეზიისა
და ლიტერატურული საღამოების მოწყობა;
13.
სახელმწიფო
ენის დღისადმი მიძღვნილი გასვლითი გაკვეთილები დედაენის ბაღში;
ვფიქრობ, ზემოთ მოყვანილი პუნქტები ემსახურება
ქართული ენის სიწმინდის დაცვასა და პოპულარიზაციას. საზოგადოების ინფორმირება, მათი
ცნობიერების ამაღლება, ყველას ჩართულობა დიდ როლს შეასრულებს არსებული პრობლემის გადაწყვეტაში.
ამის განხორციელება კი ყველას შეგვიძლია, რიგითი ადამიანიდან დაწყებული, სახელმწიფო
აპარატით დამთავრებული და ჩვენ ყველა ერთად ნამდვილად შევძლებთ მშობლიური ენის სიწმინდის
შენარჩუნებას, რომელიც არის უმთავრესი საყრდენი,საფუძველი ჩვენი ღირსების, ისტორიის,კულტურისა და იდენტობის.
მერი აბრამიშვილი,
XIა კლასი
№79-ე საჯარო სკოლა
კონცეფციების კონკურსი- ,,როგორ დავიცვათ
ქართული ენა“
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა. სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული ენა. ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები, ვითარება ხელისუფლებისათვის კი უმართავი ხდებოდა, საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ კი გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა. ჩვენი მშობლიური ენა- ქართული, რომელიც მართლაც რომ თავისი მრავალფეროვნებითა და ულამაზესი ასო-მოხაზულობით და უაღრესად საინტერესო წარსულით, ხიბლავს სხვა ქვეყნის ხალხს. თვით ენა კი საფუძველია ქართველი ხალხის ერთობისა, სიძლიერისა და უკვდავებისა.
ქართველი მწერლები მუდამ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მშობლიურ ენას. ზრუნავდნენ მისი დახვეწისა და გამდიდრებისათვის. ამ მხრივ უდიდესია ილია ჭავჭავაძის ღვაწლი
თანაგუნდელებთან ერთად. განუზომელია იაკობ გოგებაშვილის როლი
დედაენის შექმნაში.
თუმცა დღეს
ქართულ ენას უამრავი საფრთხე დაემუქრა. აუცილებელია ენის სიწმინდის დაცვა. ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ენა ქვეყნის საყრდენია და აუცილებელია
მისი მოვლა პატრონობა. უნდა დავიცვათ ენა ბარბარიზმებისაგან, ჟარგონებისაგან და კალკისაგან. არ უნდა დავუკარგოთ ქართულ ენას სილამაზე და სიდიადე. ალბათ ყველა დაგვეთანხმება, რომ ენას თვალისჩინივით გაფრთხილება და ზრუნვა სჭირდება თუ შენ , ჩვენ ვიცავთ ენას, ნიშნავს რომ ვიცავთ ჩვენს მეობას, ღირსებას . ენის დამახინჯება ნიშნავს ჩვენი აზროვნების დეფორმირებას. და ყველივედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დავიცვათ ჩვენი საუნჯე, ჩვენი ენა ქართული და უნდა დავაფასოთ წინაპრებისგან ნაანდერძევი ,,მამული,ენა,სარწმუნოება“.
ენის სიწმინდის დაცვისათვის აუცილებელია
შემდეგი რეფორმების გატარება:
• აუცილებელია მეტი ღონისძიებები;
• რაც ყველაზე მეტად გვაღელვებს ჩვენ მოსწავლეებს, ისწავლებოდეს გრამატიკა სრულყოფილად სკოლებში;
• კეთდებოდეს პროექტები ენის მნიშვნელობასთან დაკავშირებით;
• იკრძალებოდეს საქართველოში მცხოვრები ხალხის ჟარგონული საუბარი და საუბრობდნენ ლიტერატურული ლექსიკით;
• სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, განვითარების ხელშეწყობას.
საკონკურსო თემაზე მუშაობდნენ Xბ :თინათინ ღვაჩლიანი, ანა ორაგველიძე და თამუნა სლოევი
კონცეფციების კონკურსი- ,,როგორ დავიცვათ ქართული ენა“
ცხოვრების გათანამედროვებასთან ერთად ვითარდება სალაპარაკო ლექსიკაც.თუმცა ეს ყველაფერი დიდ პრობლემას უქმნის სახელმწიფო ენის შენარჩუნებას.განსაკუთრებულ საფრთხეს იწვევს ბარბარიზმების სიმრავლე.მათი დიდი რაოდენობით ენაში შემოსვლა აფერხებს ურთიერთგაგებას.სწორედ ეს არის ბარბარიზმების მიერ გამოწვეული ერთ-ერთი პრობლემა და თუ ეს პროცესი არ შეჩერდა საქართველოში,სერიოზული საფრთხე ექმნება ქართული ენის საკომუნიკაციო ფუნქციას.სწორედ იაკობ გოგებაშვილის ეს ციტატა ''უცხო სიტყვა ვერასდროს ვერ ჩაატანს ღრმად კაცის ბუნებაში''გამოხატავს კარგად ბარბარიზმების მავნე ზემოქმედების ერთ-ერთ ასპექტს.ბარბარიზმების მომრავლების მეორე მიზეზი არის ქართული ლექსიკოგრაფიის უგულებელყოფა საქართველოში.როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, ახალმა ვითარებამ,ახალი დარგების განვითარებამ,მეცნიერებისა და ტექნიკის რევოლუციურმა წინსვლამ გამოიწვია ქართულ ენაში ახალი ცნებების,ახალი სიტყვების მოზღვავება ინგლისური ენის მეშვეობით.ვფიქრობ,რომ ამ ვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევენ,რადგან არ აღიქვამენ მას როგორც პრობლემას.რაც შეეხება თვითონ ქართულ ენას,ფასდაუდებელი ღვაწლი მიუძღვის ყველა იმ ადამიანს ვისი დახმარებითაც ჩვენი ენა დღემდე ცოცხალი და აქტუალურია.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამოაზრეებმა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის დახვეწის მიზნით ჩაატარეს ქართული დამწერლობის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა-ქართული ანბანიდან ამოაგდეს ხუთი მოძველებული,არქაული ასო-ნიშანი,რომელიც ცოცხალ ქართულ ენაში აღარ გამოიყენება.ქართული ენა ღმერთების შთაგონებაა,ის არ ჰგავს სხვა ენებს.სწორედ ამიტომ ქართული ენა არაერთი მწერლისა და პოეტის მუზად იქცა.ერთ-ერთია ლადო ასათიანი,რომელიც ქართულ ენას ღმერთების ენას უწოდებს.სასიხარულო და საამაყოა ის ფაქტიც, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს კიდევ უფრო იზიდავთ ქართული ენა და ამის გადმოსაცემად შექმნილია არაერთი გამონათქვამი.მათ შორისაა:''ქართული ენა მსოფლიოს მერვე საოცრებაა'',(დოდონა კიზირია).''გამაოცა ქართული ენის დროთა და კილოთა სიუხვემ''(გოტფრიდ ლაიბნიცი).''საქართველო მზეთუნახავთა ორანჟერეა გახლავთ"(იმანუელ კანტი) და ა.შ. ქართული ენა-ქართველი ერის ენაა.იგი უმთავრესი იარაღია კულტურის,ძირითადი ფაქტორი და გამომხატველი ერის განვითარებისა.ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ და შევძლოთ თითოეულმა ადამიანმა ავიღოთ პასუხისმგებლობა და შევძლოთ საკუთარი,სახელმწიფო ენის გადარჩენა,მისი სიწმინდის შენარჩნება.ხელი შევუშალოთ ქართული ენის დაბინძურებას.


Comments
Post a Comment